ცოტა ხნის წინ ამერიკულმა გამოცემამ “People” ერთი ტრადიციული გამოკითხვის შედეგები დააჯამა.
ამ ჟურნალის მკითხველებს „ყველაზე სექსუალური კინომსახიობი მამაკაცი დღეს ცოცხალთაგან” უნდა გამოევლინათ.
ამ გამოკითხვაში ზედიზედ მესამედ ავსტრალიელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმენმა იმარჯვა. მან დიდი უპირატესობით გაუსწრო კოლეგებს, ჯორჯ კლუნის, ჯონი დეპსა და ბრედ პიტს.
45 წლის ავსტრალიელმა მსოფლიოში თითქმის ყველა ქალის გული მოინადირა არა მარტო თავისი მიმზიდველი გარეგნობით, არამედ იდეალური მეოჯახის სახელითაც.
ჰიუ ჯეკმენი უკვე 17 წელია ერთ ქალთან ცხოვრობს. მისი მეუღლე, მსახიობი დებორა ლი ქმარზე 15 წლით უფროსია.
ბატონი ჰიუ აქტიურად მონაწილეობს ორი შვილის აღზრდაში. ჯეკმენი ჩინებული კულინარი ყოფილა და დიდი სიყვარულით უცხობს შვილებს დილაობით ბლინებს, ხოლო მოცლილობისას შეუძლია საათობით იჯდეს ერთ ადგილზე და თვალყური ადევნოს როგორ თამაშობენ მისი საყვარელი პატარები საბავშვო მოედანზე.