გიორგი ხელაშვილი: საერთო აღიარებით საქართველო ძალიან ახლოსაა ნატოსთან. ამ თემაზე არანაირი შეკითხვა არ არსებობს და დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება ალიანსში მისაღებად

გიორგი ხელაშვილი: საერთო აღიარებით საქართველო ძალიან ახლოსაა ნატოსთან. ამ თემაზე არანაირი შეკითხვა არ არსებობს და დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება ალიანსში მისაღებად

საქართველოზე გაკეთებული განცხადებები მხარდამჭერია ჩვენი ქვეყნის და საერთო აღიარებით საქართველო ძალიან ახლოსაა ნატოსთან. ამ თემაზე არანაირი შეკითხვა არ არსებობს და დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება ალიანსში მისაღებად, - ამის შესახებ გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ ნატოში უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა ალიანსი მზად ამ გადაწყვეტილებისთვის.

„ვხედავთ რომ აღმოსავლეთის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და საუბარია ამ ფლანგის ძალიან სერიოზულ გაძლიერებაზე. საქართველო ამ ტენდენციაში აუცილებლად მოჰყვება, თუმცა კონკრეტულ შედეგებს მადრიდის სამიტზე უნდა დაველოდოთ. ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანაა ყურადღება მივაპყროთ როგორც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ასევე განსაკუთრებული ყურადღება მივაპყროთ შავი ზღვის რეგიონს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შავი ზღვის რეგიონი კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს რეგიონული უსაფრთხოებისთვის და ჩვენი მრავალწლიანი დაჟინება უკრაინის ომმა დაადასტურა. ჩვენი ამოცანაა შავი ზღვის მიმართ ყურადღება არ იყოს მოკლევადიანი. არის საშიშროება, რომ მხოლოდ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის დაყოვნების გამო მიექცეს ამ საკითხს ყურადღება და სტრატეგიული გაანგარიშების მიღმა დარჩეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის დასავლეთთან დაკავშირების პრობლემა. ჩვენი მიზანია შავი ზღვის მოკავშირეებთან ერთად მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს ნატო შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიული პოზიციების გაძლიერებით. აქ მოიაზრებიან ალიანსის წევრები და საქართველო“, - განაცხადა ხელაშვილმა.

ლიეტუვაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე კანონმდებლები რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე და პარტნიორების დახმარება