თამარ ჩერგოლეიშვილი: ლევან ბერძენიშვილი იმსახურებს იმ უმსგავსობას რაც მის თავს ხდება – უსაზიზღრესი შარლატანია

თამარ ჩერგოლეიშვილი: ლევან ბერძენიშვილი იმსახურებს იმ უმსგავსობას რაც მის თავს ხდება – უსაზიზღრესი შარლატანია

პრინციპის და სწორის და არასწორის საკითხია, თორემ პირადად ლევან ბერძენიშვილი ნამდვილად იმსახურებს იმ უმსგავსობას რაც მის თავს ხდება. – ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ეგ ის ადამიანია ვინც საზოგადოების ყველა მავნე ინსტიქტით ისარგებლა იმისთვის, რომ პოლიტიკური მეტოქეები უბინძურესი მეთოდების გამოყენებით გაეშავებინა – 2007 წელს სიამოვნებით სწამებდა ცილს გიგა ბოკერიას და პატრიარქის ცემაში ამხელდა – უსაზიზღრესი შარლატანია.

მაგრამ პრინციპი, არის პრინციპი – მას აქვს უფლება სისულელეები ილაპარაკოს.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

Aburjga Tasmanieli ეგ პრინციპი არის სწორედ სირულ-ქაჯური? ყველას რომ აქვს უფლება რაც უნდა ის იყრანტალოს, მაშ შორის თქვენც თამარ და თქვენს სულიერ ტყუპს ბერძენიშვილს! ახლა მაგის უფლებას შევწიროთ 3 წლოვანი უნიკალური ცივილიზაცია?! არ ჯობს ერთხელ და სამუდამოდ ენა ჩავაწყვეტინოთ?!
2 წლის უკან