რის მოშიმშილეა სააკაშვილი, ორ ბატკანს ერთად ჭამდა, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ვთქვათ, მოშიმშილე იყოს. მერე რა? გგონიათ, ცოტა მოშიმშილეა? რამდენი ხანი ზის სააკაშვილი? ვინმემ ვიცით რამდენმა ადამიანმა იშიმშილა ამ დროს პენიტენციურ სისტემაში? ეს რეგულარულად ხდება. თურმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს რთული და ვის აქვს კარგი ფსიქოლოგიური მდგომაროება, როდესაც პატიმარი ხარ? იქ უვადო პატიმრები რომ სხედან, ერთი მათი და მათი ოჯახების ფსიქოლოგიური მდგომარეობა იკითხეთ. ასე რომ, ეს უნდა დამთავრდეს“, - აღნიშნავს რეჟისორი.