უკრაინის უშიშროების სამსახურის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის განცხადებით, კრემლი "უკრაინაზე გარდაუვალი გამარჯვებისა და კიევის მხრიდან აუცილებელ დათმობებზე" ნარატივს ლოიალური უცხოელი ექსპერტების მეშვეობით ამკვიდრებს.
ცენტრს შემდეგი ფაქტები მოჰყავს:
1. საფრანგეთის დაზვერვის საკითხების კვლევითი ცენტრი აქვეყნებს დასკვნას, რომ "უკრაინელი ჯარისკაცები გამოუცდელები არიან", ხოლო "რუსეთის არმია პროფესიონალურია".
2. აშშ-ის ყოფილი სენატორი რიჩარდ ბლეკი აცხადებს, რომ "რუსეთი ომს აუცილებლად მოიგებს, რადგან მოსკოვს უფლება არ აქვს ომის წაგების, NATO-ს გაფართოების საფრთხის გამო".
3. იტალიელი გენერალი ლეონარდო ტრიკარიო ევროკავშირს მოუწოდებს უარი თქვას "გიჟურ იდეაზე უკრაინაში ომის მოგების შესახებ" და აიძულოს უკრაინა კაპიტულაციას მოაწეროს ხელი", რათა არ მოხდეს რუსეთის პროვოცირება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაზე.
4. გერმანულმა "შილერის ინსტიტუტმა" გამართა საერთაშორისო დისკუსია მესამე მსოფლიო ომის საფრთხის შესახებ, რომლის მონაწილეე