უკრაინული ეკლესია რუსულს გამოეყოფა, - წერს Reuters-ი.
მედიის ცნობით, გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის ლიდერის ხელმძღვანელობით გამართულ საეკლესიო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„საბჭომ დაამტკიცა შესაბამისი ცვლილებები უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მართვის დებულებაში, რაც განსაზღვარვს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სრულ ავტონომიასა და დამოუკიდებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის ეკლესია გმობს რუსეთის თავდასხმასა და ამ ქვეყნის ეკლესიის მეთაურის - პატრიარქ კირილის მხარდაჭერას კრემლის პოლიტიკის მიმართ, რომელიც ომს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.