ბრიტანეთში კაცს ორივე ხელი გადაუნერგეს

ბრიტანეთში კაცს ორივე ხელი გადაუნერგეს

დიდ ბრიტანეთში, კაცს ორივე ხელის მტევანი გადაუნერგეს. როგორც 48 წლის სტივენი ამბობს, ოპერაციამდე, ხელების საშინელ ტკივილს განიცდიდა და ვერცერთ ხელს ვერ იყენებდა, ოპერაცის შემდეგ კი, საქმის დამოუკიდებლად კეთებაც შეუძლია და ტკივილსაც აღარ გრძნობს, - წერს BBC.

კაცს რამდენიმე წლის წინ სკლეროდერმა დაუდგინდა. ესაა კოლაგენური დაავადებაა, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაზიანებით მიმდინარეობს. ამ დაზიანების შედეგად, ორგანოთა სხვადასხვა სისტემაში შემაერთებელ ქსოვილს ფიბროზული წარმონაქმნები ენაცვლება, ეს კი, როგორც საკუთრივ ორგანოს, ისე მთელი სისტემის ფუნქციათა მოშლას იწვევს.

ვითარების დამძიმებამდე, კაცი მშენებელი იყო, თუმცა, მალევე მოუწია სამსახურის მიტოვება. მას დამოუკიდებლად ჩაცმას კი აღარ შეეძლო.

5 თვის წინ, მან პროფესორ საიმონ ქეის მიმართა, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს ხელმძღვანელობდა ადამიანის ორივე ხელის ოპერაციას.

თითქმის ნახევარი წლის წინ ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შემდეგ, კაცი თერაპიას გადის და ამბობს, რომ როდესაც სრულად გამოჯანმრთელდება, სამშენებლო საქმიანობას დაუბრუნდება.