გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სამუშაოები დიდუბეში

გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სამუშაოები დიდუბეში

დიდუბის რაიონში, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების პროცესში, გამწვანებული ტერიტორიები ითიბება, მცენარეები სარეველებისაგან სუფთავდება, ისხვლება ბუჩქები.

მთელი წლის განმავლობაში რეკრეაციულ ზონებში ბალახი რამდენჯერმე გაითიბება.

გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 90 545 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პროგრეს სერვისი“ ასრულებს.