ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული შოუს წამყვანი ელენ დეჯენერესი ეკრანზე მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ მაყურებელს დაემშვიდობა.
“ეს არ არის ჩვენი ურთიერთობის დასასრული, თითქოს პატარა შესვენებაა”.
“როდესაც ეს გადაცემა დავიწყეთ 2003 წელს, აიფონები არ არსებობდა, სოციალური მედია არ არსებობდა, გეი ქორწინება არ არსებობდა, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ცვლილების მომსწრე, ზოგჯერ უკეთესობისკენ, ზოგჯერაც უარესობისკენ. არ ჰქონდა მნიშვნელობა რა ხდებოდა, ჩემთვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ადამიანებს სცოდნოდათ, რომ ჩემთან ყოველთვის შეეძლოთ მოსვლა და საუბარი”.
სიმბოლურად, პირველი გადაცემის სტუმარი წლების წინ ჯენიფერ ენისტონი იყო, ელენ დეჯენერესმა კი გადაწყვიტა გადაცემის ბოლო ეპიზოდში კვლავ ამერიკელი მსახიობი მიეწვია.
შეგახსენებთ, რომ შოუს პრემიერა პირველად 2003 წელს შედგა და 19 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ საბოლოოდ, გუშინ, 2022 წლის 26 მაისს დასრულდა.