გილოცავთ 26 მაისს და ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას, წინსვლას და ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ვუსურვებ, რასაც ჩვენი ხალხი, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი მისწრაფებები ნამდვილად იმსახურებს

გილოცავთ 26 მაისს და ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას, წინსვლას და ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ვუსურვებ, რასაც ჩვენი ხალხი, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი მისწრაფებები ნამდვილად იმსახურებს

„გილოცავთ 26 მაისს და ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას, წინსვლას და იმ ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ვუსურვებ, რომელსაც ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, წარსული, აწმყო და მომავალი მისწრაფებები ნამდვილად იმსახურებს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს უსმენენ.

„დადგა 26 მაისი. მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და ყველას მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 1918 წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე, ამ შენობიდან რამდენიმე მეტრში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. სამწუხაროდ, მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობა ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა საკმარისი იყო იმისთვის, რომ იმ რესპუბლიკას მიეღო კონსტიტუცია, რომელიც მოწინავე იყო იმ პერიოდში, რომელმაც გააუქმა სიკვდილით დასჯა, რომელიც აღიარებდა ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობას და იმ დროისთვის სხვა პროგრესულ იდეებს.

თუმცა, ეს დამოუკიდებლობა ხანმოკლე აღმოჩნდა. 1991 წლის 9 აპრილს, უკვე საქართველოს პარლამენტის შენობაში, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, 12 საათსა და 30 წუთზე მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და  აღადგინა ის დამოუკიდებლობა, რომელიც დაკარგული გვქონდა. გილოცავთ 26 მაისს და ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას, წინსვლას და იმ ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ვუსურვებ, რომელსაც ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, წარსული, აწმყო და მომავალი მისწრაფებები ნამდვილად იმსახურებს",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Aburjga Tasmanieli დაბრუნებას რომ გვისურვებთ, გეკითხებით როდის ვიყავით ამ თახსირი ევროპული ოჯახის წევრები?!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli დაბრუნებას რომ გვისურვებთ, გეკითხებით როდის ვიყავით ამ თახსირი ევროპული ოჯახის წევრები?!
1 წლის უკან
amo ასტროლოგები რომ გვირჩევენ დამოუკიდებლობის დღის თარიღი გადავიტანოთო რატომ არა?
1 წლის უკან