„4 კვირა კი არა, 4 წუთი არ იყო გასული და საიდანაც შემოვიდა, ისევ იქ კი არ გავიდა, დადგა და ბოღმის ნთხევა დაიწყო“- ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი გიორგი გახარიას ბრიფინგს.
„გახარიას ბრიფინგს ვუყურე. კოპებშეკრული დადგა ტრიბუნასთან და მენტორული ტონით ჭკუას არიგებდა მთელ ქვეყანას. ახლაო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიაო, შემდეგი 4 კვირა უმჯობესი იქნებაო თუ ყველა გავჩუმდებითო.
4 კვირა კი არა, 4 წუთი არ იყო გასული და საიდანაც შემოვიდა, ისევ იქ კი არ გავიდა, დადგა და ბოღმის ნთხევა დაიწყო.
დღევანდელი ხელისუფლება იმდენად ავტორიტარულია, არ არის თავსებადი ევროპულ ღირებულებებთანო;
საქართველო ავტორიტარული რეჟიმების მხარეს დგასო (რუსეთი იგულისხმა აქ);
გვარამიაზე თქვა - საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებააო;
P.S. - რა სამარცხვინოა - როგორ გაბანძდა ეს კაცი“- წერს გვიდიანი Facebook-ზე.