არგენტინაში მფრინავი რეპტილიის უძველესი ნაშთები აღმოაჩინეს

არგენტინაში მფრინავი რეპტილიის უძველესი ნაშთები აღმოაჩინეს

სიკვდილის დრაკონი - ასე შეარქვეს მეცნიერებმა მფრინავი რეპტილიის ახლადაღმოჩენილ სახეობას, რომლის ნაშთებსაც არგენტინაში მიაკვლიეს,- ამის შესახებ BBC წერს.

მკვლევარი ლეონარდო ორტისი ამბობს, რომ ეს სახეობა ჟირაფის სიმაღლის იყო, ხოლო გაშლილი ფრთების წვერებს შორის მანძილი 9 მეტრს აღწევდა.

ნაშთები ანდების მთებში, კლდეებში, 86 მილიონი წლის განმავლობაში იყო შემონახული, რაც იმას ნიშნავს, რომ მფრინავი არსება დინოზავრების ხანაში ცხოვრობდა.