აშშ-ში მცხოვრები ქართველი არტისტი დევიდ დათუნა გარდაიცვალა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ მის მეგობრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დევიდ დათუნა ბოლო წლებში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს დაავადება გახდა. ხელოვანი, რომელიც ძირითადად ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ბოსტონის კლინიკაში 24 მაისს გარდაიცვალა.