თუკი ლეიდი გაგამ მთელი მსოფლიო დაიპყრო, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, ცნობილი რეპერი – ემინემი კვლავ ყველაზე შემოსავლიან მუსიკოსად ითვლება, რომელიც წლის მანძილზე ყველაზე მეტ დისკს ყიდის.
ემენემის დისკი "Recovery", რომელიც გაყიდვაში მხოლოდ გასული წლის ივნისის შუა რიცხვებში მოხვდა, სულ მალე, ყველაზე გაყიდვად პიტად იქცა. ექვსნახევარ თვეში ამერიკელებმა საერთო ჯამში ალბომის 3,42 ასლი შეიძინეს.
მსგავს წარმატებას ემინემმა 2002 წელსაც მიაღწია, როდესაც მისი დისკის 7,61 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. 2010 წელს ამერიკული ბესტსელერების სიაში მეორე ადგილი დაიკავა Lady Antebellum-ის ალბომმა – "Need You Now" (3,09 მილიონი, გაყიდვები - იანვრიდან). მესამე ადგილის მფლობელი გახდა ქანთრის ამერიკელი შემსრულებელი – ტეილორ სვიფტი (2,96 მილიონი, რელიზის პრეზენტაცია შედგა 2010 ნწლის ოქტომბერში). ციფრულ ფორმატში ყველაზე მოთხოვნად სიმღერად იქცა კეტი პერის "California Gurls", 2010 წელს იგი 4,4 მილიონჯერ გადმოქაჩეს