მიმდინარე წლის 15 – 18 მაისს, "საქართველოსფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევანჩიკვაიძემ, მონაწილეობა მიიღო ეროვნულ საფოსტოფორუმში (US National Postal Forum), რომელიცგაიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქფენიქსში. ფორუმის ორგანიზატორი გახლდათამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულისაფოსტო ოპერატორი (USPS).
აღნიშნული ფორუმის ფარგლებში გამართულსესიებსა და შეხვედრებზე, დარგისწარმომადგენლებმა განსაზღვრეს საფოსტოსაქმიანობის უახლესი ტენდენციები დაგანვითარების ხედვები. ფორუმს, ამერიკის საფოსტოსერვისის მენეჯმენტთან ერთად, ესწრებოდნენსაფოსტო ბიზნესთან დაკავშირებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში"საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმასაქმიანი შეხვედრები გამართა ამერიკისშეერთებული შტატების საფოსტო სერვისის USPS - ს გენერალურ დირექტორთან ლუის დეჯოისთან, ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისისგუბერნატორთა საბჭოს თავმჯდომარესთან რონბლუმთან და ამერიკის შეერთებული შტატებისსაფოსტო სერვისის გენერალური ინსპექტორთანთომი ვითქომბთან. ასევე, შეხვედრა გაიმართაამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისისკორპორატიული ურთიერთობების ვიცეპრეზიდენტთან ჯოდი დე ტოროკთან.აღნიშნულშეხვედრებზე გაქნხილული იქნა როგორ გამოწვევბი, ასევე, ყველა ის მიმართულება, რომლისგანვითარებაც იგეგმება.
ეროვნული საფოსტო ფორუმი წარმოადგენს ამერიკისსაფოსტო სერვისებისა და საფოსტო გადაზიდვებისსფეროში წლის უმთავრეს ღონისძიებას, რომლისმიზანია უზრუნველყოს ყველაზე სრულყოფილისაგანმანათლებლო და საკომუნიკაციო სივრცე.