რუსეთში შიშველი მკერდით საჯაროდ სიარულს იწყებენ

რუსეთში შიშველი მკერდით საჯაროდ სიარულს იწყებენ

რუსეთში მალე შესაძლოა შიშველი მკერდით ნარუჯის მიღების პოპულარიზაციისთვის საჯარო აქცია გაიმართოს. პარკ "სოკოლნიკის" ადმინისტრაცია ღონისძიების მოწყობასთან დაკავშირებით წინადადებას განიხილავს. მასში ბუსტჰალტერების ტარების მოწინააღმდეგეები მიიღებენ მონაწილეობას.

აქცია რუსეთში უახლოეს კვირას არის დაგეგმილი. ინფორმაცია ამის შესახებ პარკის საიტზეა განთავსებული. ინფორმაციის თანახმად, თუ ადმისნიტრაციამ ღონისძიება დაუშვა, მასში მონაწილეობას 100-მდე ადამიანი მიიღებს.

"ეს არის მიტინგი ლიფების წინააღმდეგ. ღონისძიება შიშველი მკერდით ნარუჯის მიღების პოპულარიზაციისთვის და აქცია ლიფების მიყენებული ზიანის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის", - ნათქვამია საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.

მომზადებულია First News-ის მიხედვით.