პაატა მანჯგალაძე: საკითხებზე ირაკლი კობახიძეს ვუპასუხებთ მას შემდეგ, როცა ის დაასახელებს რომელი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ან წევრი უშლიდა ხელს ევროინტეგრაციის პროცესს

პაატა მანჯგალაძე: საკითხებზე ირაკლი კობახიძეს ვუპასუხებთ მას შემდეგ, როცა ის დაასახელებს რომელი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ან წევრი უშლიდა ხელს ევროინტეგრაციის პროცესს

საკითხებზე ირაკლი კობახიძეს ვუპასუხებთ მას შემდეგ, როცა ის დაასახელებს რომელი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ან წევრი უშლიდა ხელს ევროინტეგრაციის პროცესს, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე ირაკლი კობახიძის მიერ ბრიფინგზე დასმულ საკითხებს გამოეხმაურა და დაასახელა ის საკითხები, რისი გაკეთებაც ჰუმანიტარული თვალსაზრისით საქართველოს უკრაინისთვის შეეძლო.

„ამ საკითხებზე ირაკლი კობახიძეს ვუპასუხებთ მას შემდეგ, როცა ის დაასახელებს რომელი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ან წევრი უშლიდა ხელს ევროინტეგრაციის პროცესს. ასევე, როდესაც კობახიძე იტყვის, რატომ არ შეხვდნენ 27-ვე ქვეყნის წარმომადგენელს, რომელმაც ხმა უნდა მისცეს საქართველოს კანდიდატობის სტატუსს.

ჩვენ აუცილებლად, მეორე დღესვე ჩამოვთვლით საკითხებს, რაც უნდა გაეკეთებინათ უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე. მათ შორის, ექიმების დახმარებით - ექიმების გაგზავნა ჰუმანიტარული მიზნებისთვის, სისხლის გაგზავნა, რომლის პრობლემაა უკრაინაში. ამ საკითხების გადაწყვეტას რა ხიფათს შეიცავდა, ვერ ვხვდები“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოპოზიციას მიმართა, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად.