ბექა დავითულიანი: ვინც ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა დააკლო, დაასახელონ თუნდაც ერთი კონკრეტული საკითხი, რაც შეეძლო საქართველოს გაეკეთებინა და არ გააკეთა

ბექა დავითულიანი: ვინც ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა დააკლო, დაასახელონ თუნდაც ერთი კონკრეტული საკითხი, რაც შეეძლო საქართველოს გაეკეთებინა და არ გააკეთა

ვინც ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა დააკლო, ჰქონდა რაიმე ბერკეტი და არ გამოიყენა მის დასახმარებლად, დაასახელონ თუნდაც ერთი კონკრეტული მიმართულება და საკითხი, რაც შეეძლო საქართველოს გაეკეთებინა და არ გააკეთა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„არ ეხმარება საქართველო არავის სანქციების გვერდის ავლაში. ეს არის გაცხადებული პოზიცია და ამის არცერთი საპირისპირო ფაქტი არ არსებობს. შესაბამისად, ეს რიტორიკა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებაში და პარტნიორებთან შეექმნას გარკვეული უხერხულობები არაფრის გამო“, - მიიჩნევს დავითულიანი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოპოზიციას მიმართა, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად.