პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე ბრიტანულ სერიალში გადაიღეს

პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე ბრიტანულ სერიალში გადაიღეს

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, უელსის პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე, კორნუოლის ჰერცოგინია კამილა ცნობილი ბრიტანული სერიალის „ისთ ენდის მცხოვრებლები“ ეპიზოდში გამოჩნდებიან. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შოუს სერია, რომელშიც სამეფო ოჯახის წარმომადგენლები გადაიღეს დედოფალ ელისაბედ მეორეს ტახტზე ასვლის იუბილესადმი არის მიძღვნილი. ჩარლზი და კამილა სერიალის გმირებს მაშინ შეუერთდებიან, როდესაც ისინი დედოფლის ტახტზე ასვლის 70-ე წლისთავის აღსანიშნავად ქუჩაში წვეულებას მოაწყობენ. წყვილმა სცენები ჯერ კიდევ მარტში გადაიღო, ეპიზოდი BBC-ს ეთერში 2 ივნისს გავა.

„ისთ ენდის მცხოვრებლები“ საპნის ოპერაა, რომელიც ლონდონის გამოგონილ ოლქში მცხოვრებ ადამიანებზე მოგვითხრობს. სერიალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეპროგრამაა ბრიტანეთში. მისი პირველი სერია ეკრანებზე ჯერ კიდევ 1985 წელს გამოვიდა. დღეის მდგომარეობით, ეთერში შოუს 6 490 სერია გავიდა.