აშშ-ში, მერილენდის შტატში, 82 წლის მეი ბილიმ ბაკალავრის დიპლომი აიღო.
ქალი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა, როგორც ლიცენზირებული მედდა, თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვიტა, რომ ბიზნესის მენეჯმენტი აინტერესებდა და სტუდენტი გახდა.
„აღფრთოვანებული და ბედნიერი ვარ, თავს ენერგიულად ვგრძნობ“, - ამბობს ქალი.