მედია - რუსეთი პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს

მედია - რუსეთი პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს

რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსისა და ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ შევისწავლით მედვედჩუკის „აზოველებზე“ გაცვლის შესაძლებლობას. უფრო სწორად ამ საკითხს განიხილავენ ის ადამიანები მოსკოვში, ვისაც მსგავსი უფლებამოსილება აქვთ“, - განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ პრესკონფერენციაზე.