რამაზ საყვარელიძე ბაიდენზე: რეიგანის შემდეგ რუსეთის დაშლის ამოცანა არავის წამოუყენებია, ეკონომიკური სანქციები საკმაოდ რეალური მექანიზმია, რათა რუსეთი ფეხზე ვერ დადგეს

რამაზ საყვარელიძე ბაიდენზე: რეიგანის შემდეგ რუსეთის დაშლის ამოცანა არავის წამოუყენებია, ეკონომიკური სანქციები საკმაოდ რეალური მექანიზმია, რათა რუსეთი ფეხზე ვერ დადგეს

რეიგანის შემდეგ რუსეთის დაშლის ამოცანა არავის წამოუყენებია. მან წამოაყენა. საკმაოდ რეალური მექანიზმია აი, ეს ეკონომიკური სანქციები, რათა რუსეთი ფეხზე ვერ დადგეს, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ აშშ-ის პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.

საყვარელიძემ აღნიშნა, რომ სწორედ ჯო ბაიდენმა შეძლო, რუსეთის წინააღმდეგ მთელი დასავლეთის გაერთიანება.

„მე მაგალითად, არ მეგონა, რომ ისეთი პიროვნება, როგორიც ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტია, იმ საოცრებას გააკეთებდა, რაც გააკეთა და სიტუაცია ფაქტობრივად, მან შექმნა. აი, ეს გაერთიანება მთელი დასავლეთის სამყაროსი, განგაში, რომ აი, ნახეთ იქ რა ხდება და ასე შემდეგ. მთელი დასავლეთის შეკვრა ამ ეტაპზე, შორს ნუ წავალთ, მოახერხა ამ ადამიანმა, რომელზეც არავის ჰქონდა იმედი, რომ ის რაიმე ენერგიულს გააკეთებდა და პრაქტიკულად, გარდა იმისა, რომ მან ეს მოახერხა, მან კიდევ წამოაყენა ამოცანაც სრულიად სხვა, რომელსაც დასავლეთიდან ჯერჯერობით, მხოლოდ ჯონსონმა აუბა მხარი. კერძოდ, რომ ჩვენი ამოცანა არ არის მხოლოდ უკრაინის განთავისუფლება. ჩვენი ამოცანაა, რუსეთი იმ მდგომარეობაში ჩავარდეს, როდესაც მას სხვა ქვეყნის აგრესია არ შეეძლება. ფაქტობრივად, ეს რუსეთის დაშლის ამოცანაა. რეიგანის შემდეგ ასეთი ამოცანა არავის წამოუყენებია. მან წამოაყენა. საკმაოდ რეალური მექანიზმია აი, ეს ეკონომიკური სანქციები, რათა რუსეთი ფეხზე ვერ დადგეს. ჯერჯერობით რუსეთი თავისი რეზერვებით იკვებება. შემოდგომისთვის ეს რეზერვები დასრულდება“, - განაცხადა საყვარელიძემ.

Aburjga Tasmanieli შევუგროვოთ ფული და ბატონი რამაზი გავაგზავნოთ კისლოვოდსკში სამკურნალოდ, ნაღვლის ბუშტში კენჭები აქვს!
1 წლის უკან