ზელენსკი: „აზოვსტალის“ დამცველების დაბრუნების საკითხში ახლა ყველაფერი გაეროზე, წითელ ჯვარსა და რუსეთზეა დამოკიდებული

ზელენსკი: „აზოვსტალის“ დამცველების დაბრუნების საკითხში ახლა ყველაფერი გაეროზე, წითელ ჯვარსა და რუსეთზეა დამოკიდებული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი მებრძოლების დაბრუნების საკითხში ახლა ყველაფერი გაეროზე, წითელ ჯვარსა და რუსეთზეა დამოკიდებული.

მისი თქმით, ამჟამად ქარხნის ტერიტორიიდან გაყვანილია ყველა სამოქალაქო პირი, მედიკოსები, დაჭრილები და მძიმედ დაჭრილები. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მარიუპოლის დამცველთა გადარჩენაზე საერთაშორისო პარტნიორებთან ჰქონდა საუბარი, თუმცა, თავდაპირველად ქალაქის სამხედრო გზით განბლოკვისთვის საჭირო შეიარაღებას ითხოვდა.

„ბიჭებმა მიიღეს ბრძანება, რომ შეუძლიათ გავიდნენ და სიცოცხლე შეინარჩუნონ. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რაც საკუთარ თავზე აიღეს გაერომ, წითელმა ჯვარმა, რუსეთმა. ველოდებით გაცვლის ამა თუ იმ ფორმატს. გმირებს სახლში დავაბრუნებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.