„აზოვსტალის“ მებრძოლის ცოლი: ჩემი ქმარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზეა

„აზოვსტალის“ მებრძოლის ცოლი: ჩემი ქმარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზეა

მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული ერთ-ერთი მებრძოლის ცოლი, ნატალია ზარიცკა აცხადებს, რომ მისმა ქმარმა შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ის აცხადებს, რომ სიტუაცია საშინელია.

„ორი დღის წინ ქმარმა მომწერა, მართლაც მძიმე და საშინელი მდგომარეობაა. ჩემი ქმარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზეა,“- აცხადებს „აზოვსტალის“ დამცველის ცოლი.

რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში მყოფი ყველა მებრძოლი ჩაბარდა და ტერიტორია "სრულიად გათავისუფლდა". რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ 16 მაისიდან 2 439-მა „ნეო-ნაცისტმა „აზოვისა და უკრაინის ჯარისკაცმა“, რომლებიც ფოლადის ქარხანაში იმყოფებოდნენ, „იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ“.