სამშობლო არაა პრეზიდენტის უკანალი, რომელიც მუდმივად უნდა კოცნო — DDT-ის სოლისტი

სამშობლო არაა პრეზიდენტის უკანალი, რომელიც მუდმივად უნდა კოცნო — DDT-ის სოლისტი

ლეგენდარული რუსული ბენდის, DDT-ის სოლისტმა, იური შევჩუკმა კონცერტზე განაცხადა, რომ სამშობლო პრეზიდენტის უკანალი არაა, რომელიც მუდმივად უნდა კოცნო. ამის გამო მომღერალი დააჯარიმეს.

"მეგობრებო, სამშობლო არაა პრეზიდენტის უკანალი, რომელიც მუდმივად უნდა კოცნო, სამშობლო ღატაკი ბებიაა სადგურზე, რომელიც კარტოფილს ჰიყიდის. ესაა სამშობლო", — ამბობს შევჩუკი ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

პროდიუსერის, რადმირ უსაევის ცნობით, კონცერტის შემდეგ მომღერალს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით ბრალი წარუდგინეს. მისივე თქმით, სპეცრაზმის წარმომადგენლები კულისებში დახვდნენ, ჯერ შევჩუკის დაკავება სურდათ, შემდეგ კი ოქმი გადასცეს.