ევა ლონგორიას კანის პირველ ფესტივალზე $40-იანი კაბა ეცვა

ევა ლონგორიას კანის პირველ ფესტივალზე $40-იანი კაბა ეცვა

ჰოლივუდში წითელ ხალიჩაზე ცნობილი დიზაინერების სამოსით თავის მოწონება ნებისმიერი ღონისძიების განუყოფელი ნაწილია. ზოგიერთი ვარსკვლავი კოსტიუმის შერჩევასა და მორგებას დიდ დროს, ენერგიასა და ფინანსებს უთმობს, სხვები კი თვლიან, რომ სასურველი ეფექტის მოსახდენად თავდაჯერება და ნაკლები ძალისხმევაც საკმარისია.

წლების განმავლობაში ამერიკელ მსახიობ ევა ლონგორიას უამრავი ცნობილი დიზაინერის სამოსი ცმია, თუმცა კარიერის დასაწყისში ასე სულაც არ იყო. ევას თქმით, კანის კინოფესტივალს პირველად 2005 წელს დაესწო და სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით უბრალო მაღაზიაში ნაყიდი $40-იანი კაბა ეცვა.

"ვიფიქრე, მოდი, ამას ჩავიცვამ, მოქსოვილ ოქროსფერ კაბას, კარგად გამოიყურება. ვერავინ მიხვდება, რომ $40 ღირდა", — იხსენებს მსახიობი.

ევა ლონგორიას კაბა უამრავმა ადამიანმა შეუქო. როცა მსახიობს ფესტივალზე ჰკითხეს, თუ "ვინ ეცვა", დაიბნა, შემდეგ კი ჟურნალისტებს გულწრფელად უპასუხა, რომ კაბა ჩვეულებრივ მაღაზიაში შეიძინა. ევა თვლის, რომ წითელ ხალიჩაზე შესაბამისი ეფექტის მოსახდენად მთავარი ტანსაცმელი კი არა, ადამიანი და მისი სტილია.

"მთავარი კაბა კი არა, ის ქალია, რომელსაც კაბა აცვია", — ამბობს მსახიობი.