LEGO ვან გოგის „ვარსკვლავებიანი ღამის“ ნაკრებს გამოუშვებს

LEGO ვან გოგის „ვარსკვლავებიანი ღამის“ ნაკრებს გამოუშვებს

LEGO ცნობილი ნიდერლანდელი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის შედევრის - „ვარსკვლავებიანი ღამის“ მოტივებზე შექმნილ ნაკრებს გამოუშვებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ნაკრები 25 წლის ჰონგ-კონგელმა, ტრუმან ჩენმა შექმნა. მან თავისი პროექტი პლატფორმაზე LEGO Ideas გამოაქვეყნა, რომელზეც დიზაინერებს საკუთარი იდეების განთავსება შეუძლიათ. ამის შემდეგ, საჯარო ხმის მიცემით ვლინდება პროექტი, რომელსაც კომპანია უშვებს.

„ვარსკვლავებიანი ღამე“ 2 316 ნაწილისგან შედგება, მათ შორისაა ვან გოგის პატარა ფიგურაც. ნაკრების ფასი 169.99 აშშ დოლარი იქნება. ნაკრები ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ზაფხულში გახდება.