მიკელანჯელო ბუონაროტის ნახატი Christie's-ის აუქციონზე 23 მილიონ ევროდ გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ AFP ავრცელებს.
აქამდე ითვლებოდა, რომ ნახატი მიკელანჯელოს ერთ-ერთი მოწაფის მიერ იყო შესრულებული, თუმცა 2019 წელს Christie's-ის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ კალმითა და ყავისფერი მელნით შესრულებული ნახატის ავტორი თავად მიკელანჯელოა.
აუქციონზე გაყიდვამდე ნახატი ჰონგ-კონგისა და ნიუ-იორკის გალერეებში იყო გამოფენილი.