მერილინ მონროს კაბა კიმ კარდაშიანს არ უნდა ჩაეცვა — კაბის ესკიზის შემქმნელი

მერილინ მონროს კაბა კიმ კარდაშიანს არ უნდა ჩაეცვა — კაბის ესკიზის შემქმნელი

მიუხედავად იმისა, რომ მეთ გალას ციებ-ცხელებამ დიდი ხანია გადაიარა, საზოგადოება კიმ კარდაშიანის კოსტიუმის განხილვას დღემდე არ წყვეტს. შეგახსენებთ, რომ კიმმა წლევანდელ ღონისძიებაზე მერილინ მონროს კაბა ჩაიცვა, რომელიც მუზეუმში ინახებოდა.

საზოგადოების ნაწილმა კიმს გადაწყვეტილება და ჩაცმულობა მოუწონა, მეორე ნაწილმა კი ვარსკვლავი რამდენიმე მიზეზის გამო დაგმო. ერთ-ერთი მიზეზი კი კაბის დაზიანების ალბათობა და სხვა ვარსკვლავებისთვის მაგალითის მიცემაა.

კარდაშიანის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოთა შორის კი თავად კაბის დიზაინის ავტორი ბობ მაკია. მაკიმ კაბის ესკიზი ჯერ კიდევ დიზაინერ ჟან ლუისის ასისტენტად მუშაობის დროს დახატა. მისი თქმით, კიმისთვის კაბის ჩაცმის უფლების მიცემა დიდი შეცდომა იყო.

"ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იყო. მერილინი ქალღმერთი იყო. შეშლილი ქალღმერთი, მაგრამ მაინც ქალღმერთი. ის გასაოცარი იყო. კაბა მისთვის შეიქმნა. მის გარდა ის არავინ უნდა ჩაიცვას", — განაცხადა ბობ მაკიმ.

მაკის განცხადება ექსპერტების მოსაზრებას ეხმაურება. მერილინ მონროს კაბა, როგორც მნიშვნელოვანი ექსპონატი მუზეუმში, დაცულ და კონტროლირებად გარემოში ინახებოდა. ექსპერტები შიშობენ, რომ კიმ კარდაშიანმა კაბა დააზიანა.

აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი მიზეზი არაა, რის გამოც კიმ კარდაშიანი მეთ გალაზე გააკრიტიკეს. კიმმა ღიად ისაუბრა იმაზე, რომ კაბის მოსარგებად 3 კვირაში მკაცრი დიეტით 7 კგ დაიკლო. ამ განცხადებამ საზოგადოების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რადგან, მათი თქმით, კიმი სხვებს არაჯანსაღი და სიცოცხლისთვის საშიში ცხოვრების წესისკენ უბიძგებდა, წონასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამყარებდა და კვებითი აშლილობის მქონე ადამიანების მდგომარეობასაც აუარესებდა.