ფინეთში ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაწყების აღსანიშნავად სპეციალური ლუდი გამოუშვეს - ქალაქ სავონლინაში მდებარე ლუდსახარშმა Olaf Brewing-მა გამოუშვა ლუდი Otan olutta, რომლის გაყიდვაც 16 მაისიდან დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Yle წერს.
დასახელება ითარგმნება როგორც „აიღე ლუდი“, მაგრამ, ამასთანავე, OTAN - ნატოს ფრანგულენოვანი აბრევიატურაცაა. გარდა ამისა, ლუდის ქილაზე გამოსახულია რაინდი, რომლის აბჯარსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლოგო ამშვენებს.