რეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას ახალ პროექტში მთავარ როლებს ადამ დრაივერი და ნატალი ემანუელი შეასრულებენ. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სურათში ასევე ითამაშებენ ფორესტ უაიტტეკერი, ლორენს ფიშბერნ და ჯონ ვოიტი. პროექტის ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია. რეჟისორი მას თავად აფინანსებს. ამისთვის მას თავისი ღვინის ბიზნესის ნაწილის გაყიდვა და კრედიტის აღება დასჭირდა.
„მეგაპოლისი“ რომაული ეპოსის ტრადიციებში იქნება გადაღებული, თუმცა მოქმედება ნიუ-იორკის უტოპიურ ვერსიაში განვითარდება, რომელსაც ახალი რომი ჰქვია.