„უიღბლო მძღოლი“

„უიღბლო მძღოლი“

რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა საინფორმაციო საშუალებებმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელეს.

ცნობილმა მსახიობმა რობერტ პატისონმა დღისით-მზისით, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მანქანა დაკარგა.

პატისონის თქმით, კალიფორნიაში ყოფნისას ავტომობილი „სადღაც მიაყენა” და მოგვიანებით ეს ადგილი ვერ იპოვა.

„დღემდე ვეღარ მივაგენი ჩემს მანქანას, რადგან ვერაფრით გავიხსენე, რა ადგილას დავტოვე” – განაცხადა რობერტ პატისონმა.

მის ამნეზიაში, ალბათ, ბლომად ლუდი ან სხვა, კიდევ უფრო მაგარი სასმელია დამნაშავე. ყოველ შემთხვევაში, ამ დანაკარგს ალბათ დიდად არც კი ნაღვლობს, რადგან მისი შეძლების პატრონისათვის ახალი მანქანის შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს