Christie's აუქციონზე დინოზავრ Deinonychus antirrhopus-ის ჩონჩხი 12 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ჩონჩხს „ჰექტორი“ დაარქვეს და ის 100 მილიონი წლისაა. ის 2013 წელს, მონატანში აღმოაჩინეს და ერთ-ერთია Deinonychus antirrhopus-ის 3 სრულად შემონახული ჩონჩხისგან, რომლებიც მეცნიერებმა დღემდე აღმოაჩინეს. დანარჩენი ორი ჩონჩხი მუზეუმებში ინახება.
აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ ლოტი 4-6 მილიონად გაიყიდებოდა, თუმცა რეალურმა ფასმა მათ მოლოდინს გადააჭარბა.