საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ პოპულარული ბრიტანელი მუსიკოსი, სერ პოლ მაკარტნი უპირატესობას ვეგეტარიანულ სამზარეულოს ანიჭებს.
ორი წლის წინ სერ პოლმა გაყიდვაში ვეგეტარიანული კერძების რეცეპტების კრებული გამოუშვა.
ამ წიგნის დაწერაში მაკარტნის მსახიობები კევინ სპეისი და გვინეტ პელტროუ, აგრეთვე ყოფილი მოდელი ტვიგი დაეხმარნენ.
ნაშრომის სახელწოდება “The Meat Free Monday” გახლდათ. მასში რამდენიმე ათეული ვეგეტარიანული კერძის რეცეპტი იყო შესული. წიგნი გამომცემლობა “Kyle Books”-მა დაბეჭდა. ეს კომპანია სპეციალიზირებულია ცხოვრების ჯანმრთელი წესის შესახებ შედგენილი ბროშურების გამოქვეყნებაზე.
პოლ მაკარტნი ცხოვრების ვეგეტარიანული წესით წინა საუკუნის 70-იან წლებში დაინტერესდა. ამაში დიდი როლი მისმა იმდროინდელმა მეუღლემ ლინდამ ითამაშა. ამ ქალბატონმა თავის დროზე ვეგეტარიანული კერძების რეცეპტების რამდენიმე კრებული გამოუშვა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ მიმდინარე წლის დასასრულს სახელგანთქმული მუსიკოსი ვეგეტარიანული რეცეპტების ახალ წიგნს გამოუშვებს.
ამ საქმიანობაში მაკარტნის ამჟამინდელი მეუღლე ნენსი შეველი დაეხმარება. წიგნი ქალაქ ლონდონში გამოიცემა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია მისი დასახელება.