რამდენიმე საათის წინ გერმანულმა გამოცემამ „Bild” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილი გახდა, რომ მიუნჰენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი მარიო გომესი ახალი სეზონიდან კარიერას კლუბ „ნაპოლიში“ გააგრძელებს.
ცნობილი გახდა, რომ გუშინ გერმანული და იტალიური გუნდების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ და ფეხბურთელის მომავალი ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყვიტეს.
ჯერჯერობით უცნობია მარიო გომესი ახალ გუნდთან რამდენწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და როგორი იქნება მისი ანაზღაურება.
წინა წელს მარიო გომესმა მუხლის მძიმე დაზიანება მიიღო და მკურნალობაში რამდენიმე თვე დაეხარჯა.
მწყობრში დაბრუნების შემდეგ თავდამსხმელმა მიუნჰენური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ჩვეული ადგილის დაბრუნება ვერ შეძლო. ამ მიზეზის გამო ფეხბურთელმა „ბაიერნის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.