ყველაზე დიდი თეთრი ბრილიანტი, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაუტანიათ, ჟენევაში 21,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, 228,31-კარატიანი ძვირფასი ქვა, რომელსაც „კლდე“ ეწოდება, Christie's აუქციონზე გაიყიდა. ბრილიანტი სამხრეთ აფრიკიდან არის ნაპოვნი. ყოფილ მფლობელს კი ის Cartier-ის ყელსაბამში ჰქონდა ჩასმული.
აუქციონის ორგანიზატორები განმარტავდნენ, რომ „კლდის“ უნიკალურობა მის სიმეტრიულ ფორმაშია.