Billboard Music Awards-ზე წლის საუკეთესო შემსრულებლად დრეიკი დასახელდა

Billboard Music Awards-ზე წლის საუკეთესო შემსრულებლად დრეიკი დასახელდა

აშშ-ში Billboard Music Awards 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, წლის საუკეთესო არტისტის წოდება დრეიკს მიენიჭა. ის ასევე საუკეთესო კაც შემსრულებლად და საუკეთესო რეპ-შემსრულებლად აღიარეს. 7 ნომინაციაში გაიმარჯვა ოლივია როდრიგომ, წლის საუკეთესო ჯგუფად BTS-ი დასახელდა, Maneskin-ის Beggin კი წლის საუკეთესო როკ-სიმღერა გახდა.

გამარჯვებულთა სრული სიის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.