შესაძლოა Disney-მ მიკი მაუსზე და სხვა პერსონაჟებზე საავტორო უფლებები დაკარგოს

შესაძლოა Disney-მ მიკი მაუსზე და სხვა პერსონაჟებზე საავტორო უფლებები დაკარგოს

საავტორო უფლებები, რომლებსაც Disney-ი კომპანიის ადრეულ პერსონაჟებზე ფლობს – საფრთხის წინაშეა, რადგან შტატ მისურის რესპუბლიკელ სენატორს, ჯოშ ჰაულის საავტორო უფლებების დაცვის ვადის 56 წლამდე შემცირება სურს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მიკი მაუსი და Disney-ის სხვა ადრეული საკულტო პერსონაჟები კერძო კომპანიის მფლობელობაში აღარ იქნებიან.

Disney-ის საკულტო პერსონაჟ მიკი მაუსი ეკრანებზე პირველად 1928 წელს გამოჩნდა. Disney-ის საავტორო უფლებები 56 წლით ჰქონდა მინიჭებული. 1984 წელს, როცა საავტორო უფლებების ვადა იწურებოდა, Disney-ის ლობირებით ფედერალურმა ხელისუფლებამ 1976 წლის საავტორო უფლებების აქტი გამოსცა და საავტორო უფლებების მოქმედების ვადა 75 წლამდე გაახანგრძლივა. 1998 წელს, Disney-ის ხელახალი ლობირებით, ფედერალურმა ხელისუფლებამ საავტორო უფლებების მოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა, ამჯერად 95 წლამდე. ბოლო გაგრძელების შემდეგ, საავტორო უფლებების ვადა 2024 წელს იწურება.