ბრიტანეთის ტრიბუნალმა კაცებისთვის მელოტის წოდება სექსუალურ შევიწროებად მიიჩნია

ბრიტანეთის ტრიბუნალმა კაცებისთვის მელოტის წოდება სექსუალურ შევიწროებად მიიჩნია

კოლეგა მამაკაცისთვის „მელოტის“ წოდება არა უწყინარი ხუმრობა, არამედ სექსუალური შევიწროებაა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-იავრცელებს.

გადაწყვეტილება ბრიტანეთის დასაქმების ტრიბუნალმა მიიღო. უწყების განმარტებით, აღნიშნული სიტყვის გამოყენება უშუალოდ უკავშირდება სქესს და გარკვეული ფორმით დისკრიმინაციულ ნიშნებს შეიცავს.

ამ გადაწყვეტილებამდე საბჭო ტონი ფლინის საქმის შემდეგ მივიდა, რომელმაც პატარა იორკშირში, ოჯახური ბიზნესის წარმომადგენელს სექსუალური და დისკრიმინაციული შეურაცხყოფისთვის უჩივლა. ის იქ დაახლოებით 24 წელი მუშაობდა. მისი თქმით, სამსახურში კოლეგები მას „სქელ მელოტ ***ს" ეძახდნენ.

ტრიბუნალის ყველა, სამივე წევრი კაცი შეთანხმდა, რომ ფლინმა არა „სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის“, არამედ მის მიმართ ასაკსა და თმაზე უხეში ეპითეტებისთვის უჩივლა.

„რთულია, ამის გარდა სხვა დასკვნა გამოიტანო. ეს სიტყვები ღირსების შელახვის, მისთვის შემაშინებელი, მტრული, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნის მიზნით იყო ნათქვამი“, - განაცხადეს საბჭოს წევრებმა.

ფლინმა პროცესი სამსახურიდან უსამართლო გათავისუფლების საქმეზეც მოიგო.