ფინური მედია: რუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება შესაძლოა დღეიდან შეუწყვიტოს

ფინური მედია: რუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება შესაძლოა დღეიდან შეუწყვიტოს

რუსეთმა შესაძლოა ფინეთს დღეიდან გაზის მიწოდება შეუწყვიტოს. ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს. ამის მიზეზი გახდა ფინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს.

რუსეთი ფინეთისთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია, თუმცა გაზი ქვეყნის წლიური ენერგიის მოხმარების მხოლოდ 5%-ს შეადგენს.

ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის 12 მაისს გააკეთა.