კომპანია Apple-მა მუსიკალური ფლეიერის, iPod-ის წარმოების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
„20 წლის წინ გამოშვებულმა iPod-მა მთელი მსოფლიოს მომხმარებლები მოხიბლა მუსიკის გზაში წაღების შესაძლებლობით. დღეს ეს შესაძლებლობა ინტეგრირებულია Apple-ის ყველა პროდუქტში - iPhone -ში, Apple Watch-ში, iPad-სა და Mac-ში. აპლიკაცია Apple Music-ის დახმარებით მომხმარებლებს წვდომა აქვთ 90 მილიონ სიმღერასა და 30 ათას ფლეისტზე“, - აღნიშნულა კომპანიის განცხადებაში.
Apple-მა iPod-ი 2001 წელს წარადგინა. ფლეიერს რამდენიმე ვერსია ჰქონდა: კლასიკური, Nano, Shuffle -ი და Touch-ი. სტრიმინგ-სერვისის Apple Music და iPhone-ის ახალი მოდელების გამოშვების ფონზე iPod-ის პოპულარობა დაეცა.