„დედის ტვირთი“

„დედის ტვირთი“

თემურ ჩხეიძე დგამდა მიხეილ ჯავახიშვილის „ქალის ტვირთს”, სადაც ერთდროულად სამი გმირი უნდა ყოფილიყო.

ქეთოს გათხოვებამდე თამაშობდა მარინა ჯანაშია, გათხოვილი ქეთო, ავშაროვის მეუღლე – თათული დოლიძე იყო და ქვრივი ქეთო მედიკო ჩახავას უნდა ეთამაშა. ის წერილი უნდა წაეკითხა, რომელსაც თვითმკვლელობამდე წერს ქეთო.

ასე იყო განაწილებული, მაგრამ როცა თემურმა სპექტაკლი აკინძა, აღმოჩნდა, რომ მესამე ნაწილი აღარ იყო საჭირო. ლიტერატურული ნაწარმოები სხვაა და სცენაზე რომ ნახავ - სხვა.

ორი ნაწილით, ფაქტობრივად, დამთავრებული იყო სპექტაკლი და მერე უკვე იწელებოდა. თემურმა, რა თქმა უნდა, მოჭრა ეს ნაწილი, რაც მედიკოს ალბათ ეწყინა, მაგრამ რას იზამდა?

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით რუსლან მიქაბერიძემ თემურს დაუწერა ასეთი ფუნაგორია: „სწორი ხარ ჯანაშიასთან, მედიკო ჩანდა უმსხვილო, რა პრინციპული ყოფილხარ, როლიდან დედამოხსნილო”.

მაშინ მთელ თბილისში ყვებოდნენ ამ სხარტი ფუნაგორიის შესახებ.