მსახიობ არჩილ გომიაშვილს ერთხელ თავს ერთი „საინტერესო” ისტორია გადახდა.
„ციმბირში ჩავედი საგასტროლოდ, ვმოგზაურობ. მირეკავს ადმინისტრატორი: - არჩილ მიხეილის ძევ, კონცერტის გამართვა ამჯერად მოგიწევს ერთობ არაჩვეულებრივ აუდიტორიაში, თუ ღმერთი გწამს, უარს ნუ მეტყვი. სამაგიეროდ, საუზმით და სადილ-ვახშმით უზრუნველყოფილი იქნები.
- კეთილი, - დავეთანხმე და მერეღა ვკითხე, - მაინც სად მიგყავარ?
- სამხარეო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
უარის თქმა უკვე გვიან იყო. მივედით. იქაურმა ადმინისტრატორმა გულითადი მიწვევით შეგვიყვანა სასადილოში და თან დასძინა: სწორედ რომ დროულად მოგვისწარითო. ქურქი რომ გავიხადე, რიხიანად წამოვიძახე: მე ახლა ისე მშია, შეუჭმელი არავინ და არაფერი გადამირჩება-მეთქი.
ამის თქმა ძლივს მოვასწარი, თითქოს გრიგალმა გაფანტაო, ერთბაშად გაგრიალდა ყველა, სასადილო მთლიანად დაიცალა. ეტყობა, ეგონათ, ახალი ავადმყოფი მოიყვანესო.
კონცერტი, რა თქმა უნდა, ვეღარ გავმართეთ და მშივრებიც დავრჩით”.