პანგასიუსის ფილე არაჟნით და მაიონეზით

პანგასიუსის ფილე არაჟნით და მაიონეზით

ინგრედიენტები

1   კგ. პანგასიუსის ფილე

250   გრამი არაჟანი

250   გრამი მაიონეზი

1   ცალი კვერცხი

2   თავი ხახვი

შავი პილპილი

მარილი

პამიდორი სურვილისამებრ

მომზადებ

დავჭრათ ფილე სასურველი ზომის ნაჭრებად, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ზეთში.

როცა შემწვარი ფილე გაცივდება, დავალაგოთ ღუმელის ჭურჭელში, დავაყაროთ ზემოდან დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ პილპილი და მარილი გემოვნებით.

ავურიოთ არაჟანი, მაიონეზი, კვერცხი და თანაბრად მოვასხათ ფილეს. სურვილისამებრ ჰორიზონტალურად გავჭრათ პამიდვრები და დავალაგოთ ზემოდან. ამის შემდეგ შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ, სანამ ზემოდან ცოტა არ შეიბრაწება. კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!