ტეხასელმა ქალმა, ლორა იანგმა ძველმანების მაღაზიაში რომაული პერიოდის არტეფაქტი 35 დოლარად იყიდა.
იანგმა მარმარილოს ბიუსტი რამდენიმე წლის წინ იყიდა, შემდეგ კი, როცა მან ბიუსტი სააუქციონო სახლ Sotheby’s-ს გასაყიდად გადასცა, გაირკვა, რომ ის ჩვ.წ. I საუკუნით თარიღდება.
მარმარილოს ბიუსტი ბავარიის მეფის, ლუდვიგ I-ის ანტიკური კოლექციის ნაწილი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს კი გერმანიიდან გაქრა. სავარაუდოდ, ის ამერიკელმა ჯარისკაცმა წაიღო.
უცნობია, ვინ ინახავდა არტეფაქტს ამდენი წლის განმავლობაში. ძველმანების მაღაზიაში არის უკანა შესასვლელი, სადაც ადამიანებს ანონიმურად ნივთების მიტანა შეუძლიათ, და ზუსტად ასე მოიქცა ქანდაკების უცნობი მფლობელი.
მეცნიერები ამ დრომდე არკვევენ, ვისი ბიუსტია აღმოჩენილი - ეს შეიძლება იყოს პომპეუსი, მისი შვილი ან იმპერატორი ნერონი.