ინგლისში, ძმებს შვილები ერთსა და იგივე კლინიკაში, ერთ დღეს გაუჩნდათ

ინგლისში, ძმებს შვილები ერთსა და იგივე კლინიკაში, ერთ დღეს გაუჩნდათ

ინგლისში, ორ ძმას შვილები ერთსა და იგივე დღეს გაუჩნდათ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ვორჩესტერშირის სამეფო ჰოსპიტალში მოხდა. ჯორჯ და ჯო რობინსონების პარტნიორებმა 2 საათის განსხვავებით იმშობიარეს. ორივეს ბიჭი ეყოლა. ამასთან, ორივე ქალს ერთი და იგივე ბებიაქალი ეხმარებოდა, რომელიც იმ დღეს საკუთარ დაბადების დღესაც აღნიშნავდა.

ჯორჯის და ჰეილის ვაჟს ოლივერ, ჯოსა და ელის ბიჭს კი რეჯინალდი დაარქვეს. ძმები ამბობენ, რომ ეს ჯადოსნური გრძნობა იყო და იმედი აქვთ, რომ მათი შვილები საუკეთესო მეგობრებად გაიზრრდებიან.