ენდი უორჰოლის მიერ შესრულებული მერილინ მონროს პორტრეტი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ენდი უორჰოლის მიერ შესრულებული მერილინ მონროს პორტრეტი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

მსახიობ მერილინ მონროს პორტრეტი Christieʼs აუქციონზე 195 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს მე-20 საუკუნეში შექმნილი და აუქციონზე გაყიდული ხელოვნების ნიმუშისთვის რეკორდული ფასია.

ტილო 1960-იან წლებში ცნობილმა მხატვარმა ენდი უორჰოლმა შექმნა. პორტრეტს „ცისფერი მერილინი“ ჰქვია. აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ ლოტი დაახლოებით 200-მილიონ დოლარდ გაიყიდებოდა.