ნიქ ქეივმა NME-სთან 31 წლის შვილის გარდაცვალება დაადასტურა.
„დიდი მწუხარებით ვადასტურებ, რომ ჩემი შვილი ჯეთრო გარდაიცვალა“, - განაცხადა 64 წლის მუსიკოსმა.
ჯერჯერობით, ქეივის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.
ჯეთრო ლაზენბი მსახიობი, ფოტოგრაფი და მოდელად იყო. ის რამდენიმე თვის წინ მელბურნში დედაზე თავდასხმის გამო დააკავეს.
როგორც ცნობილია, ჯეთრომ მამის ვინაობა 8 წლის ასაკში გაიგო.
ნიქ ქეივს 20015 წლის ასაკში 15 წლის ვაჟიც გარდაეცვალა. ის ბრაიტონში, ინგლისში, კლდიდან გადავარდა.