უკრაინელ ჟურნალისტებს პულიტცერის პრემიის სპეციალური პრიზი გადაეცათ

უკრაინელ ჟურნალისტებს პულიტცერის პრემიის სპეციალური პრიზი გადაეცათ

აშშ-ში პულიტცერის პრემიის 2022 წლის ლაურეატები დაასახელეს. უკრაინელ ჟურნალისტებს ომის გაშუქებისთვის სპეციალური პრიზი გადაეცათ.

საორგანიზაციო კომიტეტს კონკრეტული ადამიანები არ დაუსახლებელია. მათი განმარტებით, პრიზი ჟურნალისტებს მამაცობისა და მოლენების სწორად გაშუქებისთვის გადაეცათ. „სარაკეტო დარტყმების, გატაცების, ოკუპაციისა და მათ გვერდით ადამიანების დაღუპვის მიუხედავადად კი, ისინი ჯიუტად განაგრძობდნენ საშინელი რეალობის ზუსტი სურათის ასახვას“, - აღნიშნულია პრემიის ვებგვერდზე.

პულიტცერის პრემია, რომელიც 1917 წლიდან გაიცემა, ჟურნალისტიკის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა.