დიდუბის რაიონის გამგეობამ რაიონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა.
დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ, მოადგილეებთან და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიასთან ერთად, ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა და მათ სადღესასწაულო ნობათი, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისალოცი ბარათები გადასცა.
ამჟამად, დიდუბის რაიონში მეორე მსოფლიო ომის თერთმეტი ვეტერანი ცხოვრობს.
წელს, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.